საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ მოსამართლე ურთმელიძის დედის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარისგან თავი შეიკავა.
მისი განმარტებით, პროცესი გამჭვირვალეა.
„რადგან აღნიშნული საკითხები უკავშირდება მიმდინარე სამართლებრივ პროცესს, მე ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს დააზარალებს პროცესს. პროცესი გამჭვირვალეა, შუქდება და რადგან სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობს, პროცესი რომ არ დაზარალდეს, ამ პოზიციიდან გამომდინარე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ის რაც დადგება პროცესზე, თქვენ შეგიძლიათ გააშუქოთ და შემდეგ შეფასებები გააკეთოთ“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.