16 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
ამორალური და უპრინციპო სახე აქვს ოპოზიციას, ისინი უკვე დადასტურებულ, საკუთარ პოზიციას უარყოფენ - ნინო წილოსანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მხრიდან შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს. ნინო წილოსანი პოლიტიკოსების რიტორიკის შეცვლას, არჩევნებს და ხალხის განწყობას უკავშირებს.

"წარმოუდგენლად არასერიოზულად ეპყრობიან საზოგადოებას, როდესაც, მთელი 2 წლის განმავლობაში, ისინი ანტირუსულ კამპანიას აწარმოებდნენ. ფაქტობრივად ითხოვდნენ დასანქცირებას, ტერიტორიის ჩაკეტვას, სხვადასხვა ფორმით უკრაინის ომში ჩართვას და ა.შ. დღეს რადიკალურად სხვა პოზიციაზე დგანან, მათ შორის, სასაცილოდ უარყოფენ თუნდაც იმ განცხადებებს, რომელიც პირდაპირ ეთერებში აქვთ გაცხადებული და ამის ვიდეო-მასალაც მოიპოვება. ზუსტადაც ასეთი ამორალური და უპრინციპო სახე აქვს ოპოზიციას, ისინი უკვე დადასტურებულ, საკუთარ პოზიციას უარყოფენ დღეს და, ასევე, უარყოფენ ალბათ რამდენიმე წლის შემდეგ იმ დაპირებებს, რომელსაც ისინი დღეს საკუთარ ამომრჩეველს აძლევენ," - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები