16 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
სისულელეა იმაზე საუბარი, თითქოს, მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სისულელეა იმის მტკიცება, თითქოს, გამჭვირვალობის შესახებ კანონი არაკონსტიტუციურია. კალაძემ ეს კომენტარი ოპოზიციის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც, "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

"სისულელეა საუბარი იმაზე, თითქოს, აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც არის მიღებული, არაკონსტიტუციურია. როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იყოს არაკონსტიტუციური, წარმოუდგენელია ასეთი რამ. კანონი, რომელიც ითხოვს, მხოლოდ და მხოლოდ, ერთ რამეს- წლის განმავლობაში ერთხელ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ისინი, ვინც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან, წარმოადგინონ თავიანთი დეკლარაციები, ვისგან იღებენ თანხებს და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება. მხოლოდ ამაზეა საუბარი და ეს როგორ შეიძლება, იყოს არაკონსტიტუციური, ან როგორ შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს ევროპულობას დემოკრატიულობას და ა.შ", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები