16 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
ხელშესახები შედეგები გვაქვს მიღებული და ეს გამოწვეულია იმ სწორი პოლიტიკით, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს - კალაძე "დემოკრატიის მრავალფეროვნების" კვლევაზე 

"დემოკრატიის მრავალფეროვნების" ახალი კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველო დემოკრატიის ინდექსით მნიშვნელოვნად არის დაწინაურებული, კახა კალაძემ შეაფასა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს შედეგები და სტატისტიკები საუბრობს იმაზე, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა:

"შედეგები და ეს სტატისტიკები საუბრობს ყველაფერზე, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით - აბსოლუტური წინსვლა გვაქვს ყველაფერში. 

ხელშესახები შედეგები გვაქვს მიღებული და ეს გამოწვეულია იმ სწორი პოლიტიკით, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს. იმ პრაგმატული პოლიტიკით, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, რისთვისაც კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიეს რადიკალებმა თავიანთი ვითომ არასამთავრობოებით, რომლებსაც ეხმარებოდნენ ჩვენი ვითომ დასავლელი მეგობრები. ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი? დღეს უკვე შეცვლილი რიტორიკა აქვთ და ზუსტად ამ პოლიტიკის შედეგებია, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ და რასაც დასავლეთში უკვე ვერ უარყოფენ. ყველა კრიტერიუმით, საქართველო არის წარმატებული ქვეყანა და ეს ჩვენი, ყველას დამსახურებაა, მოსახლეობასთან ერთად,"- აცხადებს თბილისის მერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე. 

მთავრობის მეთაურის ნდობის განზომილების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა და, 11-წლიანი პროგრესით, საუკეთესო ათეულშია.

დღის ამბები