16 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
სოფლებში ჩავიდნენ იმის გასაგებად, აქვთ თუ არა მოქალაქეებს მთავრობის მიმართ ნდობა - ნახონ, რა რეალობას დაეჯახებიან - ანა ბუჩუკური "დემოკრატიის მრავალფეროვნების" კვლევის შედეგებზე

"დემოკრატიის მრავალფეროვნების" ახალ კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველო დემოკრატიის ინდექსით მნიშვნელოვნად არის დაწინაურებული, ოპოზიციაში შეაფასეს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ხელისუფლებას, რეალურად, მინიმალური ნდობა აქვს საზოგადოების მხრიდან და აღნიშნული კვლევა მათთვის სანდო არ არის:

"აქვთ თუ არა ნდობა საქართველოს რიგით მოქალაქეებს მთავრობის მიმართ, ჩავიდნენ სოფლებში და ნახონ, იქ რა რეალობას დაეჯახებიან, მერე "იმარიაჟონ" ამ რაღაც გაურკვეველი კვლევებით,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური.

მთავრობის მეთაურის ნდობის განზომილების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა და, 11-წლიანი პროგრესით, საუკეთესო ათეულშია.

დღის ამბები