"დემოკრატიის მრავალფეროვნების" კვლევა არის მორიგი აღიარება და საფუძველი იმისა, რომ მსოფლიო კიდევ უფრო მეტ ნდობას გამოთქვამს საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, "ვიდემი" ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის კვლევებსაც ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის საფინანსო ორგანიზაცია ანგარიშს უწევს და მის კვლევებს ეყრდნობა:
"ვიდემი" ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის კვლევებსაც ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის საფინანსო ორგანიზაცია ანგარიშს უწევს და მის კვლევებს ეყრდნობა.
ეს არის იმ სწორი, პრაგმატული, საზოგადოებასა და ქვეყნის განვითარებაზე, ეკონომიკურ და უსაფრთხოების კუთხით გაძლიერებაზე ორიენტირებული პოლიტიკის ნაწილი და ის პრაგმატული ნაბიჯები, რომლებსაც ქვეყნის მეთაური გუნდთან ერთად დგამს. ეს მორიგი აღიარებაა და იმის საფუძველია, რომ მსოფლიო კიდევ უფრო მეტ ნდობას გამოთქვამს საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში, ჩვენ დაწინაურებული ვართ და ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოს წარმოვადგენთ. საერთაშორისო რეიტინგების და ბევრი სხვა კომპონენტის მიხედვითაც, საქართველო მართლაც მოწინავე ქვეყანაა.
ეს არის მორიგი აღიარება, რომელიც ძალიან კარგი ნიშანია ბევრი დაინტერესებული ინვესტორისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია და ბიზნესაქტივობა განახორციელოს საქართველოში,"- აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.