20 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმის შესახებ ინფორმაციას არხის ხელმძღვანელობა პოლიტიკოსებს აწვდის

რუსთავი ორის საქმე, მოსამართლე ურთმელიძე და მიმდინარე სასამართლო პროცესები-ჩვენი ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ამ წუთებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეცნობიან. მათ არხის ხელმძღვანელები და იურისტები ხვდებაინ.

"ზუსტად იმ ტიპის რეაგირებას ველოდებით რა სიტუყაციაც არის რუსთავი2-ის გარშემო. ჩვენ აქტიურად განვაგრძობს როგორც არასამთავრობო სექტორთან ასევე პოლიტიკოსებთან. დღეს ყველასთვის ნათელია, რომ ეს არ არის რუსთავი2-ის წინააღმდეგ დაწყებული საქმე ეს არის ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევისკენ მიმართული საქმე რასაც საბოლოოდ ქვეყნისთვის ძალიან სავალალო შედეგები ექნება თუ ეს რუსთავი2-ის საწინააღმდეგოდ დასრულდა. ამ დროს ძალიან მნისვნელოვანია ზოგადად საზოგადოების, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური ძალების აქტიურობა,"- განაცხადა ტელეწამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა. 

შეხვედრას რუსთავი2-ის ხელმძღვანელობასთან როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები განცხადებებს შეხვედრის შემდეგ გააკეთებენ. 

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა მესამე სექტორთან რუსთავი2-ის ხელმძღვანელობამ გუშინ გამართა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები