იუსტიციის მინისტრს, გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებასთან და ვადებთან დაკავშირებით, დღეს გამართულ ბრიფინგზე დაუსვეს კითხვა. რატი ბრეგაძის განცხადებით, არასამთავრობოებს განაცხადის გაკეთება 1 აგვისტოდან შეეძლებათ. უკვე მზად არის ის ტქნიკური ბაზაც, სადაც ისინი უნდა დარეგისტრირდნენ.
"1 აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც ექცევიან ამ კრიტერიუმებში, შეუძლიათ განაცხადის გაკეთება.
თუკი რომელიმე იურიდიული პირი, რომელიც ექცევა ამ კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში, არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს და დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, მას დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა და სანქციის სახით გათვალისწინებული არის 25 000 ლარის ჯარიმა.
ვინც დაემორჩილება კანონმდებლობის მოთხოვნებს, მოუწევს მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის წარდგენა იმის შესახებ, თუ ვისგან მიიღო კონკრეტული თანხები და რაში დახარჯა, მეტს არავინ ეკითხება", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.