16 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
საქართველოში ბომბების წვიმის მსურველი, ნინო ლომჯარია, უცხოელი პატრონების დავალებით, თავს იღიზიანებს და ცდილობს, პრემიერის ვიზიტი ირანში სკანდალურ ამბად წარმოაჩინოს - ლევან ნიკოლეიშვილი

ნომერ პირველი უსამშობლო და საქართველოში ბომბების წვიმის მსურველი, ნინო ლომჯარია, უცხოელი პატრონების დავალებით, თავს იღიზიანებს და ცდილობს, პრემიერის ვიზიტი ირანში სკანდალურ ამბად წარმოაჩინოს, - ამის შესახებ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ლომჯარია ცდილობს, ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას, თუმცა, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას ევროკავშირისა და გაეროს უმაღლესი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

"ნომერ პირველი უსამშობლო და საქართველოში ბომბების წვიმის მსურველი, ნინო ლომჯარია, უცხოელი პატრონების დავალებით, თავს იღიზიანებს და ცდილობს, პრემიერის ვიზიტი ირანში სკანდალურ ამბად წარმოაჩინოს. არადა, ამავე ინაუგურაციას ევროკავშირისა და გაეროს უმაღლესი წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სწორედ იმიტომ, რომ მუდმივად მანიპულირებთ და საზოგადოებას ატყუებთ, სიყალბის გავრცელებით ხართ დაკავებულები და მუდმივად სხვისი გაშავების პროპაგანდას ეწევით, ხართ იქ, სადაც ხართ - ფსკერზე!" - წერს ნიკოლეიშვილი.

დღის ამბები