16 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
ამერიკასთან ურთიერთობების აღდგენის ერთადერთი შესაძლებლობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია - თინა ბოკუჩავა

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული განხილვა თბილისში შეფასებების თემაა. ოპოზიცია შტატების მაღალჩინოსნისა და სენატორების გზავნილებს იზიარებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ საქართველოსთვის ამერიკასთან ურთიერთობების აღდგენის ერთადერთი შესაძლებლობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია.

"ერთადერთი შესაძლებლობა საქართველოსთვის ამერიკასთან ურთიერთობების აღდგენის, არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გამოიყენებს იმისთვის, რომ აღვადგინოთ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებს აფუჭებს.

"საქართველო მიჰყავთ იზოლაციისა და სიღარიბისკენ. აფუჭებენ ურთიერთობებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. დასაბრუნებელი გზა არსებობს და ეს არის არჩევნები. უნდა გამოვიდეთ ძალიან ბევრნი და არ უნდა გავაყალბებინოთ არჩევნები და თუ გააყალბებენ, მოვთხოვოთ პასუხი. არავინ უკან დახევას არ აპირებს, ჩვენ უკან საქართველოა. ჩვენ ვაპირებთ, რომ დავიცავთ საქართველო და ხალხის ხმები, რომელიც 26 ოქტომბერს დაფიქსირდება," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები