"ხალხის ძალის" ერთ-ერთ ლიდერს, გურამ მაჭარაშვილს იმედი აქვს, რომ სამი თვის შემდეგ, როდესაც, მისი თქმით, არჩევნებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოსთან მიმართებაში, კვლავ დიპლომატიურ ენაზე ალაპარაკდება.
მაჭარაშვილის თქმით, ქართველი ხალხი "95 მილიონად მშვიდობას ომზე არ გაცვლის".
"თუ ვინმეს გონია, რომ ქართველი ხალხი თავის სამშობლოში მშვიდობას ომზე გაცვლის , 95 მილიონად, ძალიან ცდება. როდესაც ქართველ ხალხს ეუბნები უარს ფულის დახმარებაზე და ამ დროს აფინანსებს იმ NGO სექტორს, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, აქ მეგობრობაზე საუბარი ვერ იქნება. ყველას ვარწმუნებ, რომ სამი თვის შემდეგ, როცა ყველა ნახავს, რომ არჩევნებში ქართველმა ხალხმა ისევ აირჩია მშვიდობა და სუვერენიტეტი ამერიკა, ევროკავშირიც და ყველა ქვეყანა აუცილებლად გადალაგდება იმ დიპლომატიურ და მეგობრულ ენაზე, რომელიც ორი სამი წლის წინ იყო საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.