16 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
რეალურად, ივანიშვილს აქვს გამოსავალი, რუსული კანონის გაევროპულება, დემოკრატიისკენ დაბრუნება და ჩინეთისთვის სტრატეგიული ობიექტების საკითხის გადახედვა - თეონა აქუბარდია

ოპოზიციონერი დეპუტატის , თეონა აქუბარდიას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დახმარების გაყინვა დასაწყისია, თუმცა "ქართულ ოცნებას" ჯერ კიდევ აქვს გამოსავალი, თუ ქვეყანას დემოკრატიულ გზაზე დააბრუნებს.

"ეს არ არის დასასრული, ეს არის დასაწყისი. რეალურად, ბიძინა ივანიშვილს აქვს გამოსავალი, რომელიც ჯეიმს ო"ბრაიენმა შესთავაზა - რუსული კანონის გაევროპულება, დემოკრატიისკენ დაბრუნება და ჩინეთისთვის სტრატეგიული ობიექტების საკითხის გადახედვა, საქართველოს სუვერენიტეტის პრინციპის გათვალისწინებით. "ქართულ ოცნებას" გადატვირთვის პოლიტიკის რესურსი არ აქვს, თუ ამ წინა პირობებს არ შეასრულებს", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

"ლელოს" წევრის, საბა ბუაძის განცხადებით კი, თუ ქვეყანას უნდა, რომ პარტნიორების მხრიდან დაფინანსება გაგრძელდეს, მაშინ "ქართული ოცნება" წარსულს უნდა ჩაბარდეს.

"თუ გვინდა, რომ გაგრძელდეს დახმარება პარტნიორებისგან, გაიზარდოს ვაჭრობა და თანამშრომლობა, აუცილებელია, რომ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება ჩავაბაროთ წარსულს. შემდეგ კი, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ვსაუბრობდეთ განვითარებაზე, ორიენტირებულ დღის წესრიგზე და როგორ შეიძლება ამ პარტნიორობამ მეტი სარგებელი მოუტანოს საქართველოს", - განაცხადა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარება გაუყინა.

დღის ამბები