16 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდო თანამშრომლობას - ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს მჭიდრო კავშირი აქვს, რასაც ქვეყანა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

მისვე თქმით, კონკრეტული დაფინანსების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და იმედოვნებს, რომ მოგვიანებით მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

"ჩვენთვის დაახლოება და პარტნიორობა დასავლეთთან ისეთივე აქტუალური რჩება, როგორც იყო ყოველთვის, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდო თანამშრომლობას. კონკრეტულად ამ დახმარებაზე ვერაფერს გეტყვით. ალბათ, უფრო მეტი განმარტება გაკეთდება რაზე იყო ლაპარაკი, მე ამაზე ინფორმაცია არ გამაჩნია.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა, გვაქვს და კიდე უნდა გავაღრმაოთ - ამ განწყობას გიფიქსირებთ,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები