რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება თავისუფალ დემოკრატებში გაკეთდა.
პარტიაში ფიქრობენ, რომ სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული პროცესების უკან ხელისუფლება დგას.
"რამდენადაც ხელისუფლება მეტად აქტიურად ჩაერევა და შეეცდება, რომ ეს მედიაკომპანია საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს, მით მეტის გაკეთება დასჭირდება ქართულ საზოგადოებას და ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, რათა დაიცვას დამოუკიდებელი მედიასაშუალება, რომელსაც დღეს აშკარად წარმოადგენს რუსთავი2," - განაცხადა დეპუტატმა, შალვა შავგულიძემ.