"სახეზეა ცალსახა მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, არჩევნების წინ ჩაკლან კრიტიკული აზრი," - ეს განცხადება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ ახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებელმა და დეპუტატმა, ზურაბ ჯაფარიძემ, გააკეთა.
ჯაფარიძე რუსთავი2-ის საქმის უკან ხელისუფლებას ხედავს და აცხადებს, რომ ხელისუფლება "კრიტიკული აზრის ჩაკვლას" ცდილობს.
"კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რაც ყველასთვის ცხადი იყო, რომ ამ პროცესს რაიმე სამართლებრივ ან საკუთრების შესახებ დავასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სახეზეა
ცალსახა მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რომ მედიაში საპარლამენტო არჩევნების წინ უბრალოდ კრიტიკული აზრი ჩაკლან. ცხადია, ამ კრიტიკული აზრის გამხმოვანებელი არის რუსთავი2," - განაცხადა დეპუტატმა, ზურაბ ჯაფარიძემ.