"რუსთავი2-ის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას აქვს ადგილი," - ეს განცხადება ახალი მემარჯვენეების წევრმა, მანანა ნაჭყებიამ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ნაჭყებია ამბობს, რომ მისი პოლიტიკური ძალა მზად არის, დაიცვას რუსთავი2 ზეწოლისაგან.
"ნებისმიერი ის პოლიტიკოსი, ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება თუ ოპოზიციონერი, უბრალოდ კომფრომისტია, როდესაც ამბობს, რომ რუსთავი2-ის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას არ აქვს ადგილი. როგორც იმედის შემთხვევაში ვიბრძოდით, რომ ეს არ მომხდარიყო, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსთავი2-ის შემთხვევაში მსგავსი რამ არ მოხდეს," - აცხადებს მანანა ნაჭყებია.