"ხელისუფლება ცდილობს, დაამყაროს დიქტატურა რუსთავი2-ის გაჩუმებით," - ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის წევრმა, გიორგი გუგავამ, სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანლობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
შეხვედრაზე რუსთავი2-ის ხელმძღვანელობამ პოლიტიკურ პარტიებს მაუწყებლის გარშეო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ახალი ინფორმაციები მიაწოდა.
"ხელისუფლება ცდილობს, დაამყაროს დიქტატურა, მოკლას პოლიტიკური პროცესი. ამავე დროს შეიძლება, შეცვალოს საგარეო ორიენტირები. სწორედ ამისკენ არის მიდრეკილი საქართველოს ხელისუფლება და ეს ყველაფერი დაკავშირებულია რუსთავი2-თან. ხელისუფლება, რომელიც
თავისუფალ ტელევიზიას ებრძვის, ის ითხრის პოლიტიკურ სამარეს," - განაცხადა გიორგი გუგავამ.