20 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
"საქართველო დაემსგავსება პუტინის რუსეთს და კადიროვის ჩეჩნეთს" - ნიკა რურუა

 "საქართველო დაემსგავსება პუტინის რუსეთს და კადიროვის ჩეჩნეთს," - ეს კი, როგორც ნიკა რურუა ამობობს, იმ შეთხვევაში მოხდება, თუ რუსთავი2-ს საქართველოს მოსახლეობა არ დაიცავს და მაუწყებლის გარშემო მიმდინარე პროცესების მიყვანას ხელისუფლება ბოლომდე მოახერხებს. 

"ვფიქრობ, რუსთავი2-ის მოგუდვა უნდათ და ეს, ჩემი აზრით,  არ იქნება აქ ფიზიკურად შემოსვლა. ეს იქნება ახალი მეპატრონისთვის გადაცემა, როგორც ეს პუტინმა 2000 წელს NTB-თან მიმართებაში გააკეთა. საქართველო დაემსგავსება პუტინის რუსეთს და კადიროვის ჩეჩნეთს. აი, ასეთი ჯოჯოხეთური სცენარია. ამის მცველი დღეს რუსთავი2-ია. რუსთავი2 კი სახელმწიფომ უნდა დაიცვას," - განაცხადა ნიკა რურუამ. 

 

 



ამავე თემაზე
დღის ამბები