16 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
ზურაბიშვილისგან აღარაფერი გამიკვირდება - მიხეილ სარჯველაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისგან საზოგადოება არაერთი პოლიტიკური სპეკულაციის მომსწრე ყოფილა.

როგორც სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სააკაშვილს პატიმრობა შეეფარდა, მისმა განცხადებებმა დაადასტურა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მოქმედისგან შეწყალებას ელოდა.

"სასაცილო გახდა უბრალოდ, მის საპატიმრო უფლებებზე მოარული სიკვდილის ქრონიკები, რომელიც შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ სრულიად ზედმეტად გაზვიადებული განცხადებები იყო. როგორც ჩანს, მორიგ ასეთ მცდელობასთან გვაქვს საქმე, რათა გარკვეული პანიკა დაითესოს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. არ ივარგებს, რომ შევაფასო და დისკუსიაში შევიდე სასამართლო აქტის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, მაგრამ დღემდე, ამ მონაჭორი იდეების, უსაფუძვლო ვარაუდების გარდა, რაიმე ანგარიშგასაწევი არგუმენტი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების უმართებულობასთან დაკავშირებით, მე არ მომისმენია. მე პირადად, ზურაბიშვილისგან აღარაფერი გამიკვირდება, ბევრი მიზეზის გამო," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

 

დღის ამბები