16 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიტოვა ის, რომ, როდესაც საჭიროდ ჩათვლიან და მოამწიფებენ მდგომარეობას, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი გამოსცეს - შალვა პაპუაშვილი

"მიხეილ სააკაშვილის წყალობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი დარჩა თანამდებობაზე, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიტოვა ის, რომ, როდესაც საჭიროდ ჩათვლიან და მოამწიფებენ მდგომარეობას, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი გამოსცეს, გასაკვირი რა არის," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა, სააკაშვილის შეწყალებაც არ გაუჭირდება.

"შეგახსენებთ, იყო პირდაპირი ზეწოლა და ჩარევა, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსებისა, ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატისა თუ დიპლომატისა, ვინც პირდაპირ, უხეშად ერეოდა მართლმსაჯულებაში იმით, რომ უბიძგებდა ქალბატონ სალომეს, შეეწყალებინა გვარამია.

ევროპარლამენტარებმა ისიც კი განაცხადეს, რომ ქართველ ხალხზე ადრე იცოდნენ, რომ გვარამიას იწყალებდა ზურაბიშვილი, რაც სამარცხვინო ფაქტია, რომ პრეზიდენტის პოზიციაზე მყოფი ადამიანი უცხოელებს უთანხმებს თავის გადაწყვეტილებებს ისე, რომ ქართველმა ხალხმა არაფერი იცის," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები