16 ნოემბერი 2024,   20:07
ვრცლად
"წითელი ჯვრის" მხარდაჭერის შედეგად, აფხაზეთიდან 16 პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, გულითადად ვუსამძიმრებ ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ მათ - თეა ახვლედიანი

90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. სამებაში ოჯახებს პრემიერ-მინისტრმა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიუსამძიმრა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა. მათგან 7 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.

"გრძელდება საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და მათი ოჯახების თანადგომის სახელმწიფო პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში, მოქმედი ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ყველა მონაწილის ერთობლივი ძალისხმევის. "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერის შედეგად, ამჯერად მოხერხდა აფხაზეთის რეგიონიდან კიდევ 16 პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება. გულითადად ვუსამძიმრებ ოჯახებს და გამძლეობას ვუსურვებ მათ", - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დღის ამბები