დოკუმენტი, რომლის შესახებაც ინფორმაცია რუსთავი2-ის ადვოკატს აქვს, ამ დრომდე არ გასაჯაროვებულა.
ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ხელშეკრულება 2004 წელს ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ხალვაშს 7 მილიონზე მეტი გადაუხადა. მიღებული თანხა კი ქიბარ ხალვაშს რუსთავი2-ის მაშინდელი პარტნიორებისთვის უნდა მიეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ირაკლი ოქრუაშვილი რუსთავი2-ის მიმართ დაწყებულ სამართლებრივ დავაში ჩაერთოს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამ საკითხზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.
განმარტებებს არც ქიბარ ხალვაშის ადვოკატი აკეთებს. თუმცა, რუსთავი2-ის მფლობელებს, ძმებ ყარამანაშვილებს, ტელედებატებში იწვევს.
რუსთავი2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების მიუხედავად, პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში მედიას პრობლემები არ აქვს.
ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავი2-ის წინააღმდეგ დაწყებულ დავაში ხელისუფლების მონაწილეობა გამორიცხა.
ავტორი: ეკო მაღრაძე