16 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
თუ დანიის საელჩოს უნდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ღონისძიება დაფინანსდეს და ამაში იყოს ჩართული, მაშინ ეს ღიად უნდა გვითხრან - ალუდა ღუდუშაური

"დანიის საელჩომ ძალიან დიდ უხერხულობაში ჩაიგდო თავი," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც "დემოკრატიის ფესტივალს" გამოეხმაურა.

ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, აღნიშნულ ამბავს ქართველი ხალხი ძალიან პრინციპულად უყურებს.

"დანიის საელჩო, მე ვფიქრობ, არ ემსახურება საკუთარი სახელმწიფოს მიზნებს. არ მგონია, რიგით დანიელს უნდოდეს კრიმინალი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა იქნეს დაყენებული იმ ღონისძიებაზე, რომლის გაცხადებული მიზნები უნდა ყოფილიყო დემოკრატია. დანიის საელჩომ ძალიან დიდ უხერხულობაში ჩაიგდო თავი, ამიტომ ქართველი ხალხი ძალიან პრინციპულად უყურებს ამ ამბავს. თუ დანიის საელჩოს უნდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ღონისძიება იყოს დაფინანსებული და ამაში იყოს ჩართული, მაშინ ეს ღიად უნდა გვითხრან," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

დღის ამბები