16 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო - ადამიანს, რომელსაც უკვე მისჯილი აქვს პატიმრობა სასჯელის სახით, აღკვეთის ღონისძიებად, დამატებითი პატიმრობა ემატება - თინა ბოკუჩავა

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და თავს ორმაგ პატიმრად მიიჩნევს, ოპოზიციაში ეხმაურებიან. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმის "ერთიანობა" ერთ-ერთი წარმომადგენელი, თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ სასამართლომ მიიღო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო.

"ეს შიში რას ეფუძნება, მის შესაძლო მოლოდინს შეწყალებასთან დაკავშირებით თუ სხვას, ეს არ არის განხილვის მთავარი თემა. მნიშვნელოვანია, საღად და ადეკვატურად აღვიქვათ სასამართლოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც არ აქვს ანალოგი ქართლ პენიტენციურ სისტემაში, სადაც ადამიანს, რომელსაც უკვე მისჯილი აქვს პატიმრობა სასჯელის სახით, ემატება აღკვეთის ღონისძიების სახით დამატებითი პატიმრობა," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

მიხეილ სააკაშვილს, საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა 2 აგვისტოს შეუფარდა.

დღის ამბები