16 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე, პრეზიდენტი ძველებურად კატეგორიული აღარ არის - საპარლამენტო უმრავლესობა კი შეწყალების გაშიფრულ გეგმაზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და "ხალხის ძალის" ლიდერი იმ სავარაუდო სქემაზე საუბრობს, რომლის მიხედვით მოქმედ პრეზიდენტს ყოფილი უნდა შეეწყალებინა. სოზარ სუბარი "კურიერთან" საუბარში ზურაბიშვილის მხრიდან წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებსაც იხსენებს და არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტს დავალება ამჯერადაც ევროპელი ლიდერებისგან მიეღო.

პატიმარმა ექს-პრეზიდენტმა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება სოციალური ქსელით გააპროტესტა. კლინიკა "ვივამედიდან" სპეციალური განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ თავს ორმაგ პატიმრად მიიჩნევს. ანალოგიურად ფიქრობენ, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებიც და "კურიერის" შეკითხვას - რა შეიცვალა ბოლო გადაწყვეტილებით ისედაც მსჯავრდებული სააკაშვილის საქმეში, უპასუხოდ ტოვებენ.

გადის თუ არა სააკაშვილის გათავისუფლების გზა ზურაბიშვილზე - პრეზიდენტის ბოლო პასუხი წინა შემთხვევებისგან განსხვავებით ისეთი კატეგორიული აღარ იყო.

საპარლამენტო უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გაშიფრულ გეგმაზე საუბრობს - საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ თავად პატიმარი ექსპრეზიდენტის რეაქციით და განცხადებით დადასტურდა, რომ ყოფილი მოქმედისგან შეწყალებას ელოდა არჩევნების მეორე დღესვე.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეეფარდა. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე მიმდინარე არცერთ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ ჰქონდა შეფარდებული. ის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენით იხდიდა სასჯელს.

 

 

დღის ამბები