20 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
ხელისუფლება რუსთავი2-ის დახურვისთვის იბრძვის - ოპოზიცია კი სიტყვის თავისუფლების და რუსთავი2-ის დაცვას გეგმავს

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მზად არის ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის უფლების დასაცავად.

დღეს რუსთავი2–ში პოლიტიკურ პარტიებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც სამაუწყებლო კომპანიამ მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესზე პოლიტიკოსებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების დასაცავად საერთო სტრატეგია უნდა შეიმუშაონ.  

რუსთავი2-ის წინააღმდეგ რომ ხელისუფლება იბრძვის, ამაში შეხვედრაზე მყოფი ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი ერთსულოვანია. იმისათვის კი, რომ მათ ეს დასკვნა გამოიტანეს, სხვადასხვა მიზეზები აქვთ. მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლება რუსთავი2-ის წინააღმდეგ რუსულ მეთოდს იყენებს და 2000 წელს ტელეკომპანია NTB-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებს დღევანდელობას ადარებს. 

 

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები