20 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
ჩვენ რუსთავი2-ს მწვავე და პერმანენტული აქციებით დავიცავთ - სერგო რატიანი

„ჩვენ რუსთავი2-ს მწვავე და პერმანენტული აქციებით დავიცავთ,“ - ამის შესახებ განცხადება გადაცემა არჩევანში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა, გააკეთა, რომელმაც რუსთავი2-ის სასამართლო პროცესზეც ისაუბრა და მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს "დღევანდელი ხელისუფლების მძევალი" უწოდა.

სერგო რატიანი ამბობს, რომ ასეთი მეთოდები დღევანდელი ხელისუფლებისათვის ახალი არ არის.

გადაცემა არჩევანში საუბრისას სერგო რატიანი გიგი უგულავას საქმესთან ავლებს პარალელს და ამბობს, რომ მოსამართლის პირადი ცხოვრება ხშირად ხდება მოსამართლეებზე ზეწოლის მიზეზი.

„ეს არის ხელწერა, საკმაოდ ბინძური ხელწერა,“ - ამბობს სერგო რატიანი და რუსეთში არსებულ მედიაპოლიტიკასთან ავლებს პარალელებს და აცხადებს, რომ ეს არის  "ტიპიური რუსული მმართველობის ხელწერა".

„ამ ფონზე ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ჩვეულებრივ სამართლებრივ გარემოში მისთვის არჩევნების მოგება რთული იქნება. მთავრობა რუსთავი2-ის გაჩუმებით სარისკო თამაშს იწყებს. ყველა პოლიტიკური ძალა მზად არის, დაიცვას რუსთავი2,“ - აცხადებს სერგო რატიანი.

დღის ამბები