20 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
"ადამიანზე ზეწოლას სასტიკი, ბინძური მეთოდით ახდენენ" - ალექსი პეტრიაშვილი მოსამართლე ურთმელიძეზე

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი, ალექსი პეტრიაშვილი, ფიქრობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა არა მხოლოდ რუსთავი2-ზე და სიტყვის თავისუფლებაზე ხდება, არამედ სასამართლო დამოუკიდებლობაზე. 

პეტრიაშვილი ამბობს, რომ მოსამართლე ურთმელიძის მიმართ ხელისუფლება ბინძურ და სასტიკ მეთოდებს იყენებს. ამ შემთხვევაში, როგორც პეტრიაშვილი ამბობს, საუბარია კუერიერის ეთერით გახმაურებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით 2 წლის წინანდელ საქმეზე მოსამართლის დედის მისამართით გამოძიება დაიწო.

დღეს ინფორმაცია როგორც შს სამინისტრომ, ასევე პროკურატურამ დაადასტურა. მთავარმა პროკურატურამ მოსამართლე ურთმელიძის დედას ბრალიც წაუყენა. თუმცა, პატიმრობას საგამოძიებო ორგანო არ მოითხოვს. 

"ეს დეტალი აჩვენებს, რომ დღეს სიტყვის თავისუფლებასთან ერთად სასამართლოს თავისუფლებაზეც მიმდინარეობს შეტევა. მთავრობის წევრები ამბობენ, რომ თავისუფალ, დამოუკიდებელ სასამართლოს ვაცალოთ გადაწყვეტილებების მიღება მაშინ, როცა ეს ყველაფერი ხდება. ხელისუფლება ეხლა მართლა ძალიან სერიოზულ შეცდომას უშვებს. ღარიბაშვილმა თქვა, რომ ხელოვნურად წამოწეული თემები შუქდება და აქცენტები პოზიტივზე არ კეთდებაო. მინდა, ვთქვა, რომ სიტყვის თავისუფლება ხელოვნურად წამოწეული თემები არ არის," - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი. 

 

 

დღის ამბები