„ხელისუფლება დიდი პოლიტიკურ ფასს გადაიხდის,“ - თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი, ალექსი პეტრიაშვილი, რუსთავი2-ის საქმეზე გადაცემა არჩევანთან საუბრობს და ამბობს, რომ მისი პარტია სიტყვის თავისუფლების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს.
როგორც ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ში ირაკლი ალასანიას შეხვედრებზე წამყვანი თემა რუსთავი2-ს საკითხი და ბოლო პერიოდში ხელისუფლების მედიაპოლიტიკა იქნება.
„მინდა, ყველას ვუთხრა, რომ სიტყვის თავისუფლების დასაცავად აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ. ირაკლი ალასანია, თავისუფალი დემოკრატების პარტიის ლიდერი, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მიემგზავრება და ძალიან სერიოზული შეხვედრები ექნება, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ნამდვილად იქნება მედია პლიურალიზმი, მათ შორის რუსთავი2-ის საკითხი, როგორც კონკრეტული მაგალითი,“ - აცხადებს პეტრიაშვილი.
თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის, თქმით, ყველა ხელისუფლებამ თავი წააგო მედიასთან ბრძოლაში. პეტრიაშვილის თქმით, სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა იქნება ძალიან ძლიერი და დაუნდობელი, სადაც ხელისუფლება დამარცხდება.