20 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
"რატომ მოვიდა წვიმა, შეიძლება, ეს დაუკავშიროთ რუსთავი2-ის დაყადაღებას" - კობახიძის შედარება ურთმელიძის დედის და რუსთავი2-ის საქმეების კავშირზე

"თქვენ შეიძლება, ყველაფერი ყველაფერს დაუკავშიროთ. მაგალითად, რატომ მოვიდა წვიმა, შეიძლება დაუკავშიროთ რუსთავი2-ის დაყადაღებას," - ასეთი მაგალითი მოიყვანა ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ, მოსამართლე ურთმელიძის დედის და რუსთავი2-ის საქმეებს შორის არსებულ კავშირზე. 

კობახიძე ფიქრობს, რომ მოსამართლის მიმართ ზეწოლა არ ხდება.

"თუ ყველაფერს ასრულებს ურთმელიძე, რასაც პროკურატურა ეტყვის, დედამისს რაღატომ წარუდგინეს ბრალი? რა შუაშია დედის ქმედება შვილის ქმედებასთან?"- აცხადებს კობახიძე.

მანანა კობახიძემ თოქ-შოუ არჩევანში მოსამართლე ურთმელიძის აცილების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს თავად მოსამართლემ კანონის მიხედვით უნდა გადაწყვიტოს. 

"არ უნდა გაჩნდეს ეჭვი და მოსამართლემ უნდა შეაფასოს, რამდენად იქნება ის დამოუკიდებელი და რამდენად არსებობს კანონის მიხედვით აცილების გზები. კანონმდებლობა მკაფიოდ ამბობს, როცა მოსამართლე ვალდებულია, აიცილოს საქმე. მე არ ვიცნობ საქმეს, არ ვზივარ დარბაზში და მე არ შემიძლია, მას გადაწყვეტილება ვუკარნახო. ეს მისი პასუხისმგებლობაა, მას გამოაქვს გადაწყვეტილება. ის არის პასუხისმგებელი და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუ თვლის, რომ არ არსებობს აცილების საფუძვლები, უნდა განიხილოს საქმე მიუკერძოებლად და ობიექტურად," - აცხადებს მანანა კობახიძე. 

 



 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები