20 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
არც ხალვაშის ადვოკატები არიან გულხელდაკრეფილები - მანანა კობახიძე

ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მანანა კობახიძე, გადაცემა არჩევანში რუსთავი2-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავაზე საუბრისას ხელისუფლების მხრიდან არსებული ზეწოლა გამორიცხავს.

„დარწმუნებული ვარ, რომ, თუ სიმართლე თქვენს მხარეზეა, სტრასბურგში წასვლა არ მოგიწევთ და ამ საქმეს აქვე მოიგებთ. თუ არადა, არც ხალვაშის ადვოკატები არიან გულხელდაკრეფილები,“ - ამბობს მანანა კობახიძე.

ვიცე-სპიკერი ხელისუფლების მედიაპოლიტიკას იწონებს და აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების შეცდომებს არ გაიმეორებს.

„ხელისუფლება არასდროს იმ ზომებს არ განახორციელებს და არასდროს იმ მეთოდებით არ იმოქმედებს, რომლითაც თქვენს უკან მდგომი პოლიტიკური წლების განმავლობაში მედიის წინააღმდეგ მოქმედებდა,“ - ამბობს მანანა კობახიძე. 

დღის ამბები