20 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
"ეს ადამიანი თავს იკატუნებს და იმხნევებს" - მანანა კობახიძეს რუსთავი2-ის ადვოკატი პასუხობს

 "ეს ადამიანი თავს იკატუნებს და იმხნევებს," - ასე ეხმაურება რუსთავი2-ის ადვოკატი, ზაზა ბიბილაშვილი, ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებას.  

იურისტი ამბობს, რომ სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ ბრძოლა რუსული სცენარით მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც, მთავრობას სურს, შეცვალოს რუსთავი2-ის ხელმძღვანელობა და სარედაქციო პოლიტიკა. 

"ის საუბრობდა ლოგიკაზე. ეს ის ქალბატონია, ვინც 3 წლის წინ არჩევნებზე ამომრჩეველს თავისი პასტებით წასვლისკენ მოუწოდებდა. ეს ის ქალბატონია, რომელიც კანონის უზენაესობაზე საუბრობდა და მაშინ, როდესაც ზურაბ ჭიაბერაშვილი სასტიკად სცემეს და დაასისხლიანეს, ამბობდა, რომ რა იცით, იქნება ჭიაბერაშვილმა შეაგინაო. ეს ის ადამიანია, რომელიც თავს იკატუნებს და ამბობს, რომ თქვენს დახურვას არავინ არ აპირებსო.

"არ ვიცი, ამით თავს იმხნევებენ და იტყუებენ თუ ამომრჩეველს ატყუებენ. ჩვენ დახურვაზე არა NTB-ს სცენარზე ვსაუბრობთ, რომელიც პუტინმა რუსეთში გააკეთა. ამ სცენარით კომპანია არ იხურება. იცვლება მფლობელი და სარედაქციო პოლიტიკა და შემდეგ ყველა საუბრობს ისე, როგორც GDS-ზე, ისე, როგორც მანანა კობახიძე, რომ საქართველოში დემოკრატიაა და სასამართლო თავისუფალია. ეს არ არის კეთილსინდისიერი ადამიანი, იურისტი, ადვოკატი და მითუმეტეს პოლიტიკოსი," - აცხადებს რუსთავი2-ის ადვოკატი, ზაზა ბიბილაშვილი. 

დღის ამბები