რუსთავი2-ის ადვოკატს, ზაზა ბიბილაშვილს, იმედი აქვს, რომ ორშაბათს დანიშნულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძე თვითაცილების საკითხს დააყენებს.
ამის შესახებ ზაზა ბიბილაშვილმა გადაცემა არჩევანში განაცხადა.
„მე დიდი იმედი მაქვს, თუ რამე წმინდა არსებობს ამ ადამიანისთვის, თამაზ ურთმელიძეს ვგულისხმობ, რომ პირველ რიგში ის დაგვახვედრებს თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილებას. თუ ამას არ გააკეთებს, ჩვენ ამ მოთხოვნას კიდევ ერთხელ დავაყენებთ,“ - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.
ადვოკატის განცხადებითვე, თუკი ორშაბათს მოსამართლე ურთმელიძემ არ მისცა აცილება საკუთარ თავს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ მას რუსთავი2-ის დავაზე გადაწყევტილება უკვე მიღებული აქვს და სასამართლო პროცესები ფორმალური ხასიათის იქნება.