"მთავრობა მოსამართლეების წინააღმდეგ პირად ტრაგედიებს იყენებს, ზარალდება სასამართლო სისტემა და მედია,"- ეს განცხადება რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა რუსთავი2-ის საქმეზე საუბრის დროს გააკეთა.
ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მოსამართლე ურთმელიძის გარდა, ხელისუფლებამ კიდევ რამდენიმე მოსამართლეზე მოახდინა ზეწოლა.
"ჩვენ თვალწინ არა მხოლოდ მედიის ჩახშობა ხდება, არამედ სასამართლო იმსხვრევა ჩვენს თვალწინ. ჩვენ ვნახეთ ჩხიკვაძე, რომლის ტრაგედიასაც გიგი უგულავას წინააღმდეგ იყენებენ. ვხედავთ ურთმელიძეს, რომლის პირად ოჯახურ ტრაგედიას იყენებენ მის წინააღმდეგ. პრობლემა ურთმელიძის აცილებაში კი არ არის, იმაშია, რომ მთავრობა ცდილობს, გამოიყენოს მოსამართლეები ისე, როგორც უნდათ. მოსამართლეები მიჩერებულები არიან ტელევიზორს, რამდენად მოახერხებს მთავრობა, გადაუგრიხოს ხელი მოსამართლეებს. სასამართლოს ინსტიტუტი ამით მთლიანად ზარალდება და მედიაც. ძალიან ცუდი საქციელია, როცა შენ ტელევიზიას ანადგურებ, მნიშვნელობა არ აქვს, ვისია ის," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.