საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრი, გიორგი მშვენიერაძე, ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს ტყუილის ტირაჟირებასა და "საზოგადოებისათვის თვალებში ნაცრის შეყრაში" ადანაშაულებს.
მშვენიერაძე განმარტავს, თუ რატომ ხდება მოსამართლის მხრიდან აცილების დაკმაყოფილება და რას განიხილავს მოცემულ მომენტში მოსამართლე.
გიორგი მშვენირაძისთვის გაუგებარია ისიც, თუ რატომ არის მოსამართლე ურთმელიძის თვითმიზანი, რუსთავი2-ის საქმის განხილვა.
"როგორც იურისტმა, მინდა, ვთქვა, რომ მცდარია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა კობახიძის განცხადება, რომ ეს თავად მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს. თითქოსდა გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს მისი მეუღლე. თითქოსდა მოსამართლემ უნდა შეაფასოს მისი მეუღლის საჯარო განცხადებას გავლენა მის გადაწყვეტილებაზე. ეს არის საზოგადოების მოტყუება. მოსამართლე კი არ წყვეტს აცილების მომენტში, რომ მასზე იქნება თუ არა რამე გავლენა, არამედ წყვეტს იმას, თუ რამდენად წარმოჩნდება მიუკერძოებლად მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
"ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი გარემოებაა, რომელიც ამ ეჭვებს ძრავს. ამ შეთხვევაში ბევრი გარემოებაა, სისხლის სამსაართლის საქმე, მისი მეუღლის განცხადება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რატომ უნდა ჰქონდეს მოსამართლეს თვითმიზანი, რომ ეს საქმე განიხილოს.
ბევრი მოსამართლე ასეთ საქმეზე დიდი სიამოვნებით გააკეთებდა თვითაცილებას," - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.