მედიაექსპერტი ნინო დანელია სიტყვის თავისუფლების დასაცავად ქუჩაში გამოსვლებს არ გამორიცხავს.
ამის შესახებ დანელიამ გადაცემა არჩევანში ისაუბრა და წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესებზე ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
„თავისუფალი მედია არის ფუნდამენტური მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში. თუკი არც ერთმა ნაბიჯმა არ გაამართლა, სამოქალაქო აქტივისტებს კიდევ აქვთ მთელი რიგი საშუალებები, რითაც შევეცდებით პოზიციის დაცვას. ეს შეიძლება იყოს ქუჩაში გამოსვლები, აქციები, სადაც ხელისუფლებას მოვუწოდოთ, რომ ჩვენ მის გადაწყვეტილებებს არ ვეთანხმებით,“ - ამბობს ნინო დანელია.
მედიაექსპერტი ნინო დანელია პარალელებს რუსეთთანაც ავლებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ არ მოხდეს რუსეთისგან ავტორიტარული მეთოდების გადმოღება.