20 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
არასამთავრობოები მოსამართლე ურთმელიძეს რუსთავი 2-ის საქმის აცილებას ურჩევენ

რუსთავი 2-ის საქმიდან აცილებას ურჩევენ მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მათი შეფასებით, ეს აუცილებელია ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დასაცავად.

წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე სექტორი ეჭვობს, რომ პროკურატურამ შესაძლოა მასზე ზეწოლა განახორციელოს.

„ის, რომ მოსამართლის ოჯახის წევრთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მასზე არაპირდაპირი ზეწოლა ნამდვილად განხორციელდება,“ - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე გეგმავენ, სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო შექმნილი ვითარების დეტალები საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნონ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები