მოსამართლე ურთმელიძეს საქმის აცილებისკენ მოუწოდებენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. მათი თქმით, რუსთავი 2-ს აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს სასამართლო პროცესების ობიექტურობაში. ამის საფუძველს კი მათი აზით, კომპანიას სწორედ საქმის მოსამართლის გარშემო შექმნილი ვითარება აძლევს.
„ცხადად ჩანს, რომ პროკურატურა და საქართველოს მთავრობა იყენებს სრულიად ბინძურ მეთოდებს, ისინი აშანტაჟებენ კონკრეტულ მოსამართლეს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
თავისუფალი დემოკრატების წევრის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, კი ზეწოლა მიმდინარეობს არა მარტო თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ, არამედ თავისუფალი სასამართლოს წინააღმდეგაც.
უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ მოსამართლემ გარე ფაქტორების მიუხედავად უნდა შეძლოს საქმის ობიექტურად წარმართვა.
„არ შეიძლება დედის მიერ ჩადენილი ქმედება, ან დედის მიმართ განხორციელებული ქმედება იყოს წინაპირობა იმისა, რომ გამოიტანო უკანონო გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ქართული ოცნების წევრმა მანანა კობახიძემ.