ოპოზიციის საარჩევნო გეგმები და მუშაობა ერთიანობის საკითხზე - "ნაციონალური მოძრაობა" არ მალავს, რომ "ევროპულ საქართველოსთან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ისევ გადაიკვეთება თუ არა ყოფილების პოლიტიკური გზები წინასაარჩევნოდ - ეს დღეს ცნობილი "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე გახდება.
"ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები საზოგადოების ცნობილ პირებთან, მათ შორის, სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც. უახლოეს მომავალში, ვიხილავთ სხვა აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, სხვა პოლიტიკურ პარტიასაც და გაერთიანების ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ჩვენს სტრატეგიულ მიზანს არ მივაღწევთ, ანუ არცერთი პროდასავლელი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგება ამ გადამწყვეტ არჩევნებზე," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.