16 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
"ნაცმოძრაობის" მიზანია ფლობდეს ძალაუფლებას და უცხოური ძალის მიზანია, ფლობდეს "ნაცმოძრაობას" საქართველოს ხელისუფლებაში, რომ აკეთებინოს ის, რაც მას უნდა - გურამ მაჭარაშვილი

"ნაცმოძრაობის ერთადერთი მიზანი არის, რომ ფლობდეს ძალაუფლებას საქართველოში და უცხოური ძალის მიზანი არის, რომ ფლობდეს ნაცმოძრაობას საქართველოს ხელისუფლებაში, რომ აკეთებინოს ის, რაც მას უნდა," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი საქართველოში არასასურველი უცხოური ძალების დასაყრდენი გახდა. 

"ომამდე პერიოდი და ომის შემდგომი პერიოდი თავიდან ბოლომდე ბუნებრივად კეთდებოდა "ნაციონალური მოძრაობის", როგორც აგენტურის მხრიდან საქართველოში. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს რეჟიმი გახდა აგენტურა და დასაყრდენი არასასურველი უცხოური ძალებისა საქართველოში, რომელმაც ვერ აიცილა თავიდან 2008 წლის ომი და ომის შემდგომ ჯერ ხომ თავის სამხედროებს დააბრალა დანაშაული, შემდეგ რეზოლუციას მოაწერა ხელი, რომლითაც კინაღამ გასამართლდნენ ქართველი სამხედროები. ამის შემდგომ, სტრატეგიული ენერგოობიექტები გადასცა რუსეთის ფედერაციას, ბიზნესი არეკეტა და ა.შ. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ "ნაცმოძრაობის" ერთადერთი მიზანი არის, ფლობდეს ძალაუფლებას საქართველოში და უცხოური ძალის მიზანი არის, ფლობდეს ნაცმოძრაობას საქართველოს ხელისუფლებაში, რომ აკეთებინოს ის, რაც მას უნდა," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

ცნობისთვის, "ხალხის ძალა" "ნაციონალური მოძრაობის" პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას კიდევ ერთხელ აანონსებს და პირობას დებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, 8 აგვისტოს ომთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყება. გავრცელდა პარტიის ვრცელი განცხადებაც

 

 

დღის ამბები