16 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
12 წლის შემდეგაც საუბრობენ ისევ "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხებაზე - სალომე სამადაშვილი

"ხალხის ძალის" წერილს, სადაც ისინი "ნაციონალური მოძრაობის" პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას კიდევ ერთხელ აანონსებენ, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი "ხალხის ძალის" წერილს აკრიტიკებს და თვლის, რომ ეს არის სახელმწიფო ინტერესების დაზიანების მიზანმიმართული მცდელობა. 

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, პლატფორმა "ძლიერი საქართველო", სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი თავის გადაწყვეტილებას მიიღებს.  

"12 წელიწადია, რაც დაამარცხეს "ნაციონალური მოძრაობა" და ქვეყანას მართავენ და დღეს ისეთი გაუბედურებულია მათი პოლიტიკური რეიტინგი და იმდენად აქვთ საზოგადოების ნდობა დაკარგული, რომ 12 წლის შემდეგაც საუბრობენ ისევ "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხებაზე," - აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

პლატფორმის "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" წევრი, გია ჯაფარიძე აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით არსებობს სტრასბურგის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები. 

"მმართველობის 12 წლის თავზე, მაშინ, როდესაც "ქართულ ოცნებას" სხვა არაფერი აქვს სათქმელი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ის უბრუნდება ბრძოლას იმ პარტიასთან, რომელიც დაამარცხა 12 წლის წინ. 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით არსებობს სტრასბურგის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები, სადაც ცალსახად, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში დადანაშაულებული არის რუსეთი," - აცხადებს გია ჯაფარიძე. 

ცნობისთვის, "ხალხის ძალა" ნაციონალური მოძრაობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას კიდევ ერთხელ აანონსებს და პირობას დებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, 8 აგვისტოს ომთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყება. გავრცელდა პარტიის ვრცელი განცხადება

 

დღის ამბები