ხატია დეკანოიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" ბრუნდება. გადაჯგუფებებს ოპოზიციურ სპექტრში სიმულაციურს უწოდებს მმართველი გუნდი, სადაც ამბობენ, რომ ეს პროცესი ხელოვნურია და ისინი დაკვეთას ასრულებენ, რომლის მიზანსაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა წარმოადგენს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის გადაჯგუფება მხოლოდ თვალთმაქცობის ნიშანია და რეალურად პარლამენტში მანდატების მოპოვებას ემსახურება.
"ასეთი შერწყმები და გადარწყმები, რომელსაც კოლექტიურ ნაცმოძრაობაში ვხედავთ, მხოლოდ თვალთმაქცობას ნიშნავს. ეს ადამიანები არც პოლიტიკური სინდისით გამოირჩევიან. არაერთი განცხადება გვახსოვს მათი, როგორ აგინებდნენ ერთმანეთს და ხელითაც კი ეხებოდნენ. ახლა მიიღეს თავიანთი პატრონებისგან დავალება, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების მოტყუება სცადონ!
ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ არის მცდელობა, როგორმე თავიანთი მხარდამჭერების რაოდენობა გაანაწილონ მცირე პარტიებზე და მანდატების მოპოვება სცადონ პარლამენტში, რაც არ გამოუვათ და გასამართლდებიან ისინი სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ქართული საზოგადოება ყოველთვის დადგება სწორ მხარეს," - ახცადებს არჩილ გორდულაძე.