ხატია დეკანოიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" დაბრუნდა. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ პარტიის ოფისში გაკეთდა, რომელსაც თავად დეკანოიძეც ესწრებოდა. გადაჯგუფებებს ოპოზიციურ სპექტრში სიმულაციურს უწოდებს მმართველი გუნდი, სადაც ამბობენ, რომ ეს პროცესი ხელოვნურია და ისინი დაკვეთას ასრულებენ, რომლის მიზანსაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა წარმოადგენს.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ქართველი ხალხი შეკრავს კოალიციას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
"არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქართველი ხალხი შეკრავს კოალიციას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიყოთ ქართველი ხალხის გვერდში. 76 მანდატი საქართველოს პარლამენტში აღარ ექნებათ და ეს იქნება ასე," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგაც უნდა იყოს გაერთიანებული ოპოზიცია.
"ეს პროცესი არის მუდმივი და ჩვენ მუდმივად გავძლიერდებით და გავფართოვდებით. არჩევნებამდეც და არჩევნების მერეც თუ გაერთიანდება ოპოზიცია სწორედ ეს არის დემოკრატიული კოალიცია, სწორედ ასე იმართება ევროპაში ქვეყნები," - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.