16 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
როგორც ვამხელდით ამდენი ხნის მანძილზე ისე მოხდა, არჩევნები რაც უფრო მეტად მოახლოვდება, მით უფრო მეტ ნაწყვეტს ვნახავთ ამ საპნის ოპერიდან - ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე

ოპოზიციურ სპექტრში გადაჯგუფებებს სიმულაციურს უწოდებს მმართველი გუნდი, სადაც ამბობენ, რომ ეს პროცესი ხელოვნურია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ გადანაცვლებები არაფერს ცვლის.

"როგორც ვამხელდით ამდენი ხნის მანძილზე ისე მოხდა, არჩევნები რაც უფრო მეტად მოახლოვდება, მით უფრო მეტ ნაწყვეტს ვნახავთ ამ საპნის ოპერიდან. როდის არ იყვნენ ესენი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები? როდის არ იყვნენ ამ იდეოლოგიის მატარებლები, ერთი დღე და ერთი წუთი დამისახელონ. 

როგორ შეიძლება გადანაცვლებებით ხალხს და საზოგადოებას აყენო შეურაცხყოფა და უთხრა, რომ ეს არის ახალი სახე და ახალი სისხლი", - აცხადებს ირაკლი კირცხალია. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის თქმით,  "ნაცმოძრაობა" ყველაფერს გარე დაკვეთით აკეთებს. 

"ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა ფლანგი. ამ ყველაფერს აკეთებენ გარე დაკვეთით, იქიდან გამომდინარე, რომ ნაცმოძრაობა, როგორც ბრენდი სამარცხვინოა და ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს ყალიბდება ახალი ცენტრი. ყველას კარგად ახსოვს არადა ყველაფერი", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები