"მთავრობა მოსამართლეებით მანიპულირებს,"-ეს შეფასება საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ, გააკეთა.
"ურთმელიძეზე, როგორც მოსამართლეზე, ამ პროცესში სერიოზული საუბარი წარმოუდგენელია, იმდენი ფაქტი დაიდო, რომ ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ შემთხვევაში ურთმელიძის პრობლემა კი არ არის, ეს სიტუაცია ავლენს იმას, რომ მთავრობა მოსამართლეებით მანიპულირებს. მთავრობას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ამ მოსამართლით თუ სხვა მოსამართლეებით მანიპულირება მოახდინოს, ურთმელიძის აცილება რომც მოხდეს, ეს არ არის ამ პროცესის დასასრული,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.