20 ნოემბერი 2024,   13:14
ვრცლად
საქალაქო სასამართლომ თამაზ ურთმელიძის დედის საქმის განხილვა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის დედის საქმის განხილვა დაიწყო.

მდინარა გიორგობიანს პროკურატურა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით ედავება. საუბარია 2014 წელს მის მიერ სიძის დაჭრის ფაქტზე. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე მოსამართლეზე ზეწოლის საფრთხეს ხედავენ რუსთავი 2 -ის ადვოკატები და თამაზ ურთმელიძის აცილებას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები