16 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი ნომერ პირველი სამიზნეა და, ბუნებრივია, უსაფრთხოების სამსახური მიიღებდა განსაკუთრებულ ზომებს, რათა ამ ადამიანს აარიდოს ხიფათი - ბექა ოდიშარია

მცხეთაში, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩევლებთან შეხვედრის ღონისძიებაზე მიღებულ უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს მმართველი გუნდი მიზანმიმართულ სპეკულაციად აფასებს. "ქართული ოცნება" განმარტავს, რომ უსაფრთხოების გაძლიერებული ნორმების მიღება აუცილებელია არსებული გამოწვევების ფონზე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია მსოფლიო მაგალითებს ასახელებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებას იხსენებს.

"ბიძინა ივანიშვილი მათ გამეტებული ჰყავთ. ის არის ნომერ პირველი სამიზნე და, ბუნებრივია, უსაფრთხოების სამსახური მიიღებდა განსაკუთრებულ ზომებს, რათა ამ ადამიანს აარიდოს ასეთი ტიპის ხიფათი.

თქვენ გახსოვთ პრემიერ ფიცოზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმა, ასევე - დონალდ ტრამპზე განხორციელებული ტერორისტული აქტი და თქვენ ნახეთ, რომ დონალდ ტრამპი სწორედ ასეთივე ტიპის თავდაცვითი ზომების მიღებით წარდგა პირველად, ღია სივრცეში, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე," - აცხადებს ბექა ოდიშარია.

ამავე თემაზე
დღის ამბები