ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ამომრჩეველთან შეხვედრაზე უსაფრთხოების გამკაცრებულ ზომებთან დაკავშირებით აკრიტიკებს. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ქვეყნის პირველი პირი პრემიერ-მინისტრია და ინტერესდება, თუ რატომ არ იყო ირაკლი კობახიძის უსაფრთხოება ისევე დაცული, როგორც ბიძინა ივანიშვილის.
"არც კონსტიტუციით, არც რაიმე კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ აქვს. "ქართული ოცნების" პირობებში, მთავარი პირი ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, არის ირაკლი კობახიძე. რატომ იყო შუშაში და სარკოფაგში გამომწყვდეული ბიძინა ივანიშვილი და რატომ არ იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც პირველი პირია და, წესით, ის უნდა იყოს სამიზნე ამ საფრთხეების. მე ამაზე მაქვს კითხვა," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.