29 სექტემბერი 2024,   07:38
ვრცლად
უკრაინული დრონებით იერიშის შემდეგ, როსტოვის ოლქის ქალაქ პროლეტარსკში მასშტაბური ხანძარია - გადამწვარია ათეულობით საცხოვრებელი სახლი

უკრაინული დრონებით იერიშის შემდეგ, როსტოვის ოლქის ქალაქ პროლეტარსკში მასშტაბური ხანძარია. ცეცხლი ქალაქის საცხოვრებელ უბნებზე გავრცელდა.

გადამწვარია ათეულობით საცხოვრებელი სახლი. ცეცხლი რეგიონში მდებარე ნავთობის საცავში გაჩნდა, მეექვსე დღეა მეხანძრეები ხანძარს ვერ აქრობენ.

ღამით აფეთქება იყო ვორონეჟის ოლქშიც, სადაც იარაღის საცავი იწვის. ამ ფონზე კი კურსკის ოლქში უკრაინის არმიის წინსვლა გრძელდება.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, ფართოვდება იმ დასახლებების რიცხვი, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს. ამერიკის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ახალი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

 

დღის ამბები