16 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

საბრძოლო მოქმედებების ფონზე უკრაინა დამოუკიდებლობის 33-ე დღეს აღნიშნავს. ქვეყნის პრეზიდენტმა მოქალაქეებს სუმის ოლქიდან მიმართა და აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის დაწყებიდან 913-ე დღეს ქვეყანა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ზელენსკი ამბობს, რომ ვისაც მის მიწაზე ბოროტების დათესვა უნდოდა ბოროტებას საკუთარ მიწაზე მოიმკის.

"ეს არ არის ბრმა შურისძიება. ეს კანონზომიერება და სამართლიანობაა. ბოროტების ბუმერანგი. რომლის გავრცელება ამ ადგილის მახლობლად დაიწყო სადაც მე ახლა ვდგავარ. სუმის ოლქი, მდინარე მოგრიცა. ჩვენი საზღვრი ნახევარ კილომეტრშია. საზღვარი უკრაინასა და ჩაგვრას შორის. სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. საზღვარი დამოუკიდებელ ევროპულ სახელმწიფოსა და მსოფლიოში ნომერ ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას შორის.

913 დღის წინ, რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ ომი დაიწყო მათ შორის სუმის ოლქიდან. მან არამხოლოდ ჩვენი სუვერენული საზღვარი დაარღვია არამედ ზღვარი სისასტიკის და საღი აზარის ზღვარიც. უსაზღვროდ მიისწრაფოდა ერთი მიზნისკენ გავენადგურებინეთ. ამის საპასუხოდ დღეს ოცდამეცამეტე დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. და რაც მტერს ჩვენს მიწაზე მოჰქონდა საკუთარ სახლში დაუბრუნდა. მას ვისაც ჩვენი ქვეყნის ბუფერულ ზონად ქცევა უნდოდა მართებს დაფიქრდეს, რომ მისივე ქვეყანა არ იქცეს ბუფერულ ფედერაციად. ავადმყოფი ბებერი წითელი მოედნიდან მუდმივად ემუქრება ყველას წითელი ღილაკით. ვერ გვიკარნახებს ვერავითარ წითელ ხაზს. მხოლოდ უკრაინა და უკრაინელები განსაზღვრავენ როგორ იცხოვრონ რა გზით იარონ და რა არჩევანი გააკეთონ,"- აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის პრეზიდენტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიულოცა და ახალი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

დღის ამბები